ფეხბურთი

20:04 | 7.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"კრემონეზეს" დირექტორი: "კვარაცხელიას წინააღმდეგ განსაკუთრებული გალია გვჭირდება"

იტალიური „კრემონეზეს“ სპორტულმა დირექტორმა სიმონე ჯაკეტამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იხუმრა. მას ჰკითხეს, აპირებენ თუ არა, ქართველის შესაჩერებლად მისთვის გალიის მომზადებას.

„კვარაცხელიას წინააღმდეგ განსაკუთრებული გალია იქნება საჭირო, რადგან მაღალი, ძლიერი და სწრაფია (იცინის - რედ). კრისტიანო ჯუნტოლი ზოგადად, თავისი კარიერის გამო შექებას იმსახურებს“, - თქვა ჯაკეტამ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა არ აქვს და თავს კარგად გრძნობს, მაგრამ იტალიური მედიის ვარაუდით, ლუჩანო სპალეტი მის დასვენებას აპირებს და ძირითად შემადგენლობაში შესაძლოა არ იყოს.

აქვე გეტყვით, რომ „კრემონეზესა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა 9 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

0.11172