ძიუდო

16:49 | 7.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა წააგო

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, რომლის მეორე საშეჯიბრო დღეს ვაჟა მარგველაშვილს (66 კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვებამდე ერთი გამარჯვება აშორებდა, მაგრამ მარცხი განიცადა.

მარგველაშვილი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო, სადაც მაროკოელ აბდერაჰმან ბუშიტას აჯობა, ხოლო შემდეგ უკრაინელი კარო მარანდიანიც დაამარცხა. მეოთხედფინალში მარგველაშვილი იაპონელ იოშირო მარუიამასთან ვერაფერს გახდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ისრაელის წარმომადგენელ ბარუშ შმაილოვს შიდოებით აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა, მისი მეტოქე კი მოლდოველი დენის ვიერუ იყო, რომელთანაც ბოლო წამზე ვაზარით დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს ლუხუმ ჩხვიმიანმა იასპარეზა და უმედლოდ დარჩა, ხოლო 8 ოქტომბერს, ტატამიზე ორი ქართველი გავა - ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი.

0.120207