ფრანკ რიბერი კარიერას ასრულებს. იტალიური მედიის ცნობით, 39 წლის ფრანგი ფეხბურთელი უახლოეს დღეებში „სალერნიტანასთან“ კონტრაქტს გაწყვეტს და კარიერას დაასრულებს.
თუმცა, რიბერი იტალიურ გუნდში დარჩება და მუშაობას მენეჯმენტში გააგრძელებს, ჯერ კონკრეტული პოზიცია უცნობია.
ფრანკ რიბერიმ კარიერა „ბულონში“ დაიწყო, შემდეგ „ალეში“, „ბრესტში“, „მეცში“, „გალათასარაიში“, „მარსელში“, „ბაიერნსა“ და „ფიორენტინაში“ ითამაშა, ხოლო 2006-2014 წლებში საფრანგეთის ნაკრებში 81 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა.