ფეხბურთი

13:03 | 7.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

მასიმო მორატი: "კვარაცხელიას ტრანსფერით გაოგნებული ვარ"

მილანის „ინტერის“ ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით გაოგნებულია. როგორც მან აღნიშნა, ეს დიდებული ტრანსფერია და მისთვის დაუჯერებელია, როგორ მოახერხა „ნაპოლიმ“ ასეთი მოთამაშის შემჩნევა შორეულ ქვეყანაში.

„გაოგნებული ვარ, „ნაპოლიმ“ ძალიან შორეული ქვეყნიდან მოახერხა ისეთი რთული სახელის მქონე ფეხბურთელის დამატება, როგორიც კვარაცხელიაა. ის უბრალოდ თამაშობს, მაგრამ ყველაფერს ახერხებს, ძალიან ყოჩაღია, ეს დიდებული ტრანსფერია“, - თქვა მორატიმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი მიითვალა და ორჯერაც პენალტი გამოიმუშავა. „ნაპოლი“ უახლოეს მატჩს 9 ოქტომბერს, „კრემონეზესთან“ გამართავს.

0.112029