ფეხბურთი

12:27 | 7.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილი: "კვარაცხელიასთან როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად უნდა ვითამაშოთ"

იტალიური „კრემონეზეს“ მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა „ნაპოლისთან“ მატჩის წინ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა. 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, როგორც „კრემონეზეზე“, ისე ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა კომენტარი.

„როდესაც გავიგე, რომ „კრემონეზეში“ გადმოსვლის საშუალება მქონდა, ხელმძღვანელობას და მწვრთნელს ველაპარაკე, შემდეგ კი ორჯერ აღარ დავფიქრებულვარ. აქამდე იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო, თითქმის ყველა მატჩი კარგად ვითამაშეთ, მაგრამ იმაზე ნაკლებს ვიმკით, ვიდრე დავთესეთ. მასიმილიანო ალვინი შრომისმოყვარეა და მოდუნების უფლებას ვარჯიშებზეც არ გვაძლევს. ის მატჩების დროს ძალიან ემოციურია, მაგრამ მოედანს მიღმა კი ძალიან მშვიდი ადამიანია.

კვარაცხელია და მე ძალიან ახლო მეგობრები ვართ. ორივემ კარიერა „დინამო თბილისში“ დავიწყეთ და ახლა ნაკრებში ერთად ვთამაშობთ, ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. მისი პროგრესის შესახებ დიდი ხანია ვიცი და დარწმუნებული ვიყავი, რომ „ნაპოლისნაირ“ გუნდში კიდევ უფრო მოუმატებდა. მას ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ ვარსკვლავი გახდეს. მისი შეჩერება ძალიან რთული იქნება. ძალიან დიდი სამუშაო უნდა გავწიოთ, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ. თუმცა, ჩვენთვის პრობლემა მხოლოდ კვარა არ იქნება, არამედ მთლიანად „ნაპოლი“, რომელიც დიდებული გუნდია“, - აღნიშნა ლუკამ Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა. „კრემონეზესა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა 9 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121505