ფეხბურთი

10:04 | 7.10.2022 | ნანახია 5149 - ჯერ

გრაციანი: "კვარაცხელიას თამაში მუსიკაა, ის "ნაპოლის" საუკეთესო ფეხბურთელია"

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მსოფლიოს ჩემპიონმა (1982 წელს) ფრანჩესკო გრაციანიმ "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ყველა მოთამაშე გამორჩეულია, მაგრამ საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის თამაში მუსიკას შეადარა.

"მატეო პოლიტანო და მარიო რუი "ნაპოლის" საუკეთესო ფორმაში მყოფ მოთამაშეებს შორის არიან და ისინი "აიაქსთან", ლოზანომ და ოლივერამ ჩაანაცვლეს, თუმცა, გუნდისთვის არაფერი შეცვლილა. ანგისა ფენომენალური მოთამაშეა, მაგრამ ყველაზე კარგი კვარაცხელიაა. ამ ბიჭს არსენალში მეტისმეტი, აბსურდული ხრიკები გააჩნია. ქართველს აქვს შესანიშნავი ტექნიკა, მისი თამაში მუსიკაა. კრისტიანო ჯუნტოლიმ მისი ტრანსფერით მაგარი საქმე გააკეთა", - თქვა გრაციანიმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი მიითვალა და ორჯერაც პენალტი გამოიმუშავა. „ნაპოლი“ უახლოეს მატჩს 9 ოქტომბერს, „კრემონეზესთან“ გამართავს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:26 | 07.10.2022
თენგაბი (950)

ქართველებს ყოველთვის ჰქონდა ტექნიკა, მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში მარტო ტექნიკით ფონს ვერ გახვალ. საჭიროა საუკეთესო ფიზმომზადება იმისათვის რომ უბურთოდ იმოძრაო, იმანევრირო, მოძებნო თავისუფალი, ხელსაყრელი პოზიციები შეტევის გასაგრძელებლად ან კარში დასარტყმელად. და რაც სწრაფად გააკეთებ ამას, მით უფრო უკეთესია, ვინაიდან მეტოქეს უჭირს თითოეული ასეთი ფეხბურთელის „დაჭერა“, ვერ ასწრებს დაცვის ორგანიზებას.
სამწუხაროთ ქართული გუნდების ფიზმომზადების დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, არა მარტო ევროპაში. ამ კომპონენტში გვჯობნიან აზერებიც, სომხებიც, ყაზახებიც, არ არის საუბარი ფარერებზე, ლუქსემბურგზე და გიბლარტალზე. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ასეთი ფიზიკური მომზადებით ევროპაზე არაფერი გვესაქმება და ობიექტურია, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა გვიჭირს. აქედან მოდის უმოძრაო, თითქმის სტატიკური ფეხბურთი და თამაშის დაბალი ტემპი.
მსოფლიოში ფიზმომზადების უამრავი სისტემა არსებობს და მისი გაუმჯობესება არ არის გადაუწყვეტელი პრობლემა, მაგრამ ის უნდა იყოს ფეხბურთელის აქტიურობის, უბურთოდ მოძრაობის, მეტოქის მეურვეობისაგან თავის დაღწევის საფუძველი.
გისურვებთ წარმატებებს

0.140391