გერმანული „ლაიფციგის“ თავდამსხმელი ანდრე სილვა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
პორტუგალიელმა გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო და აჯობა რა, ანხელ დი მარიას, ჯუდ ბელინგემსა და ჯოვანი დი ლორენცოს.
ანდრე სილვამ გლაზგოს „სელტიკთან“ (3:1) დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა.