ფეხბურთი

19:50 | 6.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიაში დააჯილდოვეს

იტალიური „კრემონეზეს“ მცველი ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიაში დააჯილდოვეს „წლის ემოციის“ პრიზით.

24 წლის ფეხბურთელმა ეს ჯილდო თებერვალში, „ვოლფსბერგერისა“ და „აუსტრიას“ მატჩში მეტოქის, გეორგ ტაიგლის გადარჩენისთვის დაიმსახურა. მაშინ ავსტრიელმა ფეხბურთელმა გონება დაკარგა და ლუკამ პირველადი დახმარება აღმოუჩინა.

„ვწუხვარ, რომ დაჯილდოებას ვერ ვესწრები, მაგრამ ჩემს გუნდთან ერთად მნიშვნელოვანი მატჩისთვის ვემზადები, რომელიც კვირას „ნაპოლისთან“ გველოდება. ბედნიერი ვარ ამ პრიზით, თუმცა უფრო ბედნიერი იმიტომ ვარ, რომ გეორგი კარგადა და ჩემი ჩარევითა და ჩემი თანაგუნდელების დახმარებით მისი სიცოცხლე გადარჩა“, - თქვა ლოჩოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი გასულ ზაფხულს „კრემონეზეს“ შეუერთდა და იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა.

0.110743