ფეხბურთი

18:04 | 6.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი მსახიობი: "სპალეტი ქებას კრიტიკით ანაცვლებს, რომ კვარაცხელიას ზრდაში დაეხმაროს"

იტალიელმა მსახიობმა სალვატორე ესპოზიტომ, რომელიც ცნობილი სერიალის „გომორას“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ლუჩანო სპალეტი ცდილობს, ქართველს განვითარებაში მაქსიმალურად დაეხმაროს.

„სპალეტის კარგად ვიცნობ და ვიცი, როგორ მუშაობს. მაგალითად, კვარაცხელიასთან მიმართებაში, ის ქებას კრიტიკით ცვლის, ცდილობს, მას საუკეთესო თვისებები გამოავლენინოს. იცის, რომ ნიჭიერია, რომელსაც შეუძლია მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელში შევიდეს და ამიტომაც სთხოვს მას კიდევ უფრო გაზრდას“, - თქვა ესპოზიტომ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი მიითვალა და ორჯერაც პენალტი გამოიმუშავა. „ნაპოლი“ უახლოეს მატჩს 9 ოქტომბერს, „კრემონეზესთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119346