ფეხბურთი

16:58 | 6.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" მსოფლიოს ჩემპიონატის დროს შეკრებას ანტალიაში გაივლის

იტალიური „ნაპოლი“ მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეული ორთვიანი პაუზით ისარგებლებს და შეკრებას გაივლის.

ფეხბურთელების უმეტესი ნაწილი კლუბში დარჩებიან, მუნდიალზე სხვადასხვა ნაკრებების რიგებში სავარაუდოდ. 6-7 მოთამაშეს მოუწევს წასვლა, დანარჩენები კი ლუჩანო სპალეტის განკარგულებაში იქნებიან.

იტალიური მედიის ცნობით, ნეაპოლიტანური კლუბი პაუზის დროს თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაემგზავრება და შეკრებას იქ გაივლის, სადაც რამდენიმე ამხანაგურ თამაშსაც ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის გამო საკლუბო სეზონი 13 ნოემბერს შეწყდება და 2023 წლის დასაწყისში, კონკრეტულად იტალიაში 4 იანვარს, განახლდება.

თეგებინაპოლი
0.111141