ფეხბურთი

14:53 | 6.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გრილიში: „ძველი ჯეკი ვხდები“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატში „კოპენჰაგენთან“ გამარჯვების შემდეგ (5:0), მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ჯეკ გრილიშმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ძველ გრილიშს ემსგავსება, ისეთს, როგორიც „ასტონ ვილაში“ იყო.

„ვიცი, რომ კიდევ შემიძლია მომატება და ორი-სამი დონით მაღლა ასვლა. ვგრძნობ, რომ ძველი ჯეკი ვხდები, ისეთი, როგორიც ბირმინგემში ვიყავი.“ - ციტირებს გრილიშის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ გრილიში „ასტონ ვილადან“ „სიტიში“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა. ტრანსფერი 100 მილიონი გირვანქა დაჯდა, რამაც ის ისტორიაში ყველაზე ძვირ ინგლისელ ფეხბურთელად აქცია. „ქალაქელებთან“ ჯეკის კონტრაქტს ვადა 2027 წლის ზაფხულში ეწურება.

0.11659