ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „დორტმუნდთან“ დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ (1:4), „სევილიის“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი თანამდებობიდან დაითხოვა - წერს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
ამჟამად ესპანურ პრიმერაში ანდალუსიელებს მხოლოდ 5 ქულა აქვთ მოგროვილი და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე არიან. ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფში კი ერთადერთი ქულით „კოპენჰაგენთან“ მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ.
ლოპეტეგი „სევილიას“ სამი სეზონის განმავლობაში წვრთნიდა. 2019/20 წლების სეზონში მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევროპა ლიგის გათამაშება მოიგო.