გიორგი შერმადინმა ახალი საკალათბურთო სეზონი შედეგიანად გახსნა. „ლენოვო ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ვილნიუსის „რიტასი“ 89:74 დაამარცხა, ქართველს კი გამორჩეული თამაში ჰქონდა.
შერმადინმა 21:36 წუთში 18 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 7-დან 6 ორქულიანი და 11-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 17-სა გაუტოლდა. საუკეთესო მარსელინო უერტასი იყო, რომელიც 19 ქულით და 7 პასით გამოირჩა.
„ლენოვო ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში 18 ოქტომბერს, „პერისტერის“ სტუმრად დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატი უკვე ორი ტურის დაწყებულია, მაგრამ შერმადინმა წინა მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა.