ძიუდო

18:16 | 5.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: ქართველების პირველი მეტოქეები ცნობილია

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, რომელშიც 9 ქართველი მიიღებს მონაწილეობას - 7 ვაჟი და 2 ქალი. უკვე გაიმართა წილისყრა, რის შედეგადაც ბადეები ცნობილია.

11 ქართველი ძიუდოისტიდან 10 პირველი წრისგან თავისუფალია და მათი შესაძლო მეტოქეებიც გარკვეულია.

60 კგ

ლუხუმ ჩხვიმიანი პირველი წრისგან თავისუფალია და მეორე წრეში ისრაელის წარმომადგენელ იამ ვოლჩაკსა და ამერიკელ ადონის დიასს შორის უმჯობესს შეხვდება.

66 კგ

ვაჟა მარგველაშვილიც ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებს, სადაც მაროკოელ აბდერამან ბუშიტასა და თურქ მუჰამედ დემირელს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

73 კგ

ლაშა შავდათუაშვილიც თავისუფალია პირველი წრისგან, მერე კი ან შვეიცარიელ ნილს სტუმპს ან ტაჯიკ მუჰამადრაჰიმ სარახონოვს გაეჯიბრება.

81 კგ

ტატო გრიგალაშვილიც ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებს, სადაც ფრანგ უმარ ალფა ჯალოსა და პოლონელ პაველ დრჟიმალს შორის საუკეთესოსთან მოუწევს დაპირისპირება.

90 კგ

ლაშა ბექაური მეორე წრიდან დაიწყებს გამოსვლას, მისი მეტოქე კი ავსტრალიელი ჰარისონ კასარსა და იაპონელ კოსუკე მაშიამას შორის გამარჯვებულს შეხვდება. ასევე მეორე წრიდან ჩაერთვება ასპარეზობაში ლუკა მაისურაძე და მას ლიბანელ კარამნობ საგაიპოვსა და ესტონელ მატიას კუუსიკს შორის უმჯობესთან იასპარეზებს.

100 კგ

ვარლამ ლიპარტელიანიც თავისუფალი პირველი წრისგან, მერე კი ესტონელ გრიგორი მინასკინისა და ხორვატი ზლატკო კუმრიჩის შორის გამარჯვებულს შეხვდება. ილია სულამანიძეც მეორე წრეში დაიწყებს ასპარეზობას, სადაც გერმანელ დანიელ ჰერბსტა და ხორვატ მარკო კუმრიჩს შორის საუკეთესოსთან მოუწევს დაპირისპირება.

+100 კგ

გურამ თუშიშვილიც მეორე წრეში დაელოდება მეტოქეს, სადაც რუმინელ ვლადუც სიმიონესკუსა და სლოვენილ ვიტო დრაგიჩს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

57 კგ

ქალთა შორის საქართველოს ორი წარმომადგენლები ეყოლება. ეთერ ლიპარტელიანიც თავისუფალია პირველი წრისგან, მერე კი ან ჩინელ ქი ჩაის ან სერბ მარიცა პერიშიჩს შეხვდება.

+78 კგ

სოფიო სომხიშვილი პირველ წრეში დაიწყებს შეჯიბრს და კუბელ იდალის ორტისს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 6-13 ოქტომბერს გაიმართება. წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა თითო ოქრო-ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვა.

0.112754