ფეხბურთი

14:45 | 5.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

იოსიპ ილიჩიჩი სამშობლოში დაბრუნდა

ვეტერანი სლოვენიელი ფეხბურთელი იოსიპ ილიჩიჩი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „მარიბორში“ გააგრძელებს.

ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ილიჩიჩმა კლუბთან კონტრაქტი 2025-წლამდე გააფორმა და 72-ნომრიანი მოირგო.

34 წლის ფეხბურთელი ბოლო პერიოდში თავისუფალი აგენტი იყო. მან „მარიბორში“ 2010 წელსაც ითამაშა, შემდეგ კი იტალიაში გადაბარგდა, სადაც „პალერმოს“, „ფიორენტინასა“ და „ატალანტას“ რიგებში ირჯებოდა. სლოვენიის ნაკრებში ილიჩიჩის ანგარიშზე 79 მატჩი და 16 გოლია.

0.116031