ფეხბურთი

2:47 | 5.10.2022 | ნანახია 12541 - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "კვარაცხელიამ ბოდიში მოიხადა, გუნდურობა მთავარია"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „აიაქსთან“ მატჩის (6:1) შემდეგ ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, თამაშის შემდეგ კვარამ ბოდიში მოიხადა...

„ეს გამარჯვება ინდივიდუალური თვისებების თუ თამაშის ორგანიზაციის დამსახურებაა? ყოველთვის ორივესი. თუმცა, ცხადია, რომ გუნდური მუშაობის გარეშე შედეგები არ მიიღწევა. ამ გუნდში გვაქვს მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ხარისხი, მაგრამ გუნდურობა და ერთმანეთისთვის ხელმისაწვდომობა არ უნდა დაიკარგოს. მაგალითად, დღეს ლოსანომ და კვარაცხელიამ დიდი სამუშაო შეასრულეს.

კვარაცხელია კარგად მოიქცა, როცა ბოდიში მოიხადა ორი ეპიზოდისთვის, როცა თანაგუნდელებს პასი არ მისცა, სადაც მის თანაგუნდელს გატანა შეეძლო. ის ძლიერია და შეუძლია გააკეთოს, რაც უნდა... ასე არ არის, ასე არ არის, რადგან ასე მექანიზმი არ მუშაობს. თუ შენ დაარტყამ კარში და თავისუფალ თანაგუნდელს პასს არ მისცემ, სხვა ეპიზოდში უკვე ის მოიქცევა ასე და იტყვის, რომ ახლა მე არ მოგეცი პასი და დავარტყი. ასე ყველაფერი რთულდება. თქვენ (ჟურნალისტები) აშორებთ კვარაცხელიას გუნდური თამაშისგან, მე არა, თქვენ, როცა ამბობთ, ის არის, ის არის... თუმცა, კარგად მოიქცა, რომ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ პასის გაკეთება შეეძლო, ყველაფერი ასე მუშაობს. გოლები ყველამ გაიტანა, არა მხოლოდ მაგალითად რასპადორიმ, რადგან მას ოლივერამ მისცა მაგარი პასი. გარდა ამისა, ნამდვილი აღიარება გუნდური შედეგებით მოდის და არა ინდივიდუალურით“, - აღნიშნა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, სამჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგაზე კვარას შედეგი ასეთია: 3 მატჩი, 1 გოლი, 2 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი.

„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს სერია A-ში სტუმრად „კრემონეზესთან“ ჩაატარებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 12 ოქტომბერს, „აიაქსს“ უმასპინძლებს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:55 | 05.10.2022
Erovnuli-Nakrebi (11812)

არ მინდოდა მეგინებია, მაგრამ ამის დედაც! ეს უნდა აᲦენიᲨნა და ეᲗქმა ამ ᲩაᲗლაᲨკას ასეᲗი ᲗამაᲨის მერე?

15:23 | 05.10.2022
ბაგი-რეი (2266)

სპალეტი ზღუდავს კვარას. იმედია კარგი გავლენა ექნება ამას. ნაკრებში არ შემინიშნავს პასის არ გაცემა კვარასგან. ალბათ თანაგუნდელებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მერე ისინიც მიცემენ პასს და კვარაც გასცემს პასს

13:55 | 05.10.2022
O. Mertskhali (8101)

როგორი ტაქტიკოსი და როგორი უტაქტო..

07:00 | 05.10.2022
თენგაბი (950)

ნაპოლის ფეხბურთელებს შესანიშნავი ფიზიკური მომზადება აქვთ, რაც საშუალებას აძლევთ მათ მუდმივად იმანევრირონ, გაეხსნან ერთმანეთს, ეძებონ ღია და თავისუფალი სივრცეები. გუნდი დაქოქილია დროულ გადაადგილებაზე და დროულ პასზე. რასაკვირველია სერიოზული ფაქტორია მოთამაშეთა ინდივიდუალური ოსტატობა. ინდივიდუალიზმი და გამართული გუნდური თამაში ნაპოლის წარმატების საიდუმლოა. მაგრამ აქ ხვიჩას როლი განსაკუთრებულია. მარტო მისი მოედანზე ყოფნა ზღუდავს მეტოქის მცველებს, მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს.
აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდების მწვრთნელებზე და მოთამაშეებზე. კარგი, ვარსკვლავობა ძნელი მისაღწევია, მაგრამ სათანადო ფიზიკურ მომზადებას, გამძლეობის და ორი ტაიმის განმავლობაში აქტივობის შენარჩუნებას ხომ არ ჭირდება განსაკუთრებული ბუნებრივი ნიჭი? ერთი-ორი ნაბიჯი რომ გვერდზე გადადგა და მოწინააღმდეგის მეურვეობისაგან გათავისუფლდე, ამასაც ხომ არ ჭირდება დიდი ნიჭი? თავი რომ აწიო და ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ პარტნიორს დროული პასი მისცე, ამასაც ხომ არ ჭირდება განსაკუთრებული ნიჭი? პროფესიონალი ფეხბურთელები და მწვრთნელები გვქვია და მთელი ცხოვრება ფეხბურთის მიძღვნას ვაპირებთ. რატომ არ გვინდა თავს ძალა დავატანოთ და წარმატებულები ვიყოთ? ნაპოლი, პირველ რიგში, ადამიანების მონდომების და საზრიანობის შესანიშნავი მაგალითია და თუ ჩვენ არ გვინდა მთელი ცხოვრება მაჩანჩალად ყოფნა, დროა ამ კუთხით შევიცვალოთ და თანამედროვე ფეხბურთის ანა-ბანას დავეუფლოთ.
წარმატებებს გისურვებთ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067522