ავტოსპორტი

10:17 | 5.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

„პორშემ“ შესაძლოა უარი თქვას ფორმულა 1-ის პროგრამაზე

მას შემდეგ, რაც „პორშესა“ და „რედ ბულს“ შორის პარტნიორული გარიგება არ შედგა, ვრეცელდება ხმები იმის შესახებ, რომ გერმანული კომპანია თავის ფორმულა 1-ის პროგრამას შეაჩერებს.

„პორშეს“ სურდა, რომ „რედ ბულის“ ფორმულა 1-ის გუნდის თანამფლობელი გამხდარიყო, რაც მას დებიუტისთანავე გამარჯვებებისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემდა. მაგრამ ენრგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანიისგან ამაზე უარი მიიღო.

თავიდან „პორშემ“ გამოაცხადა, რომ სათადარიგო ვარიანტებს განიხილავდა. ასეთებად „ჰაასთან“, ან მაიკლ ანდრეტის ახალ გუნდთან თანამშრომლობა მოიაზრებოდა. მაგრამ ახლახანს გერმანულმა ტელეარხმა RTL-მა გამოაცხადა, რომ „პორშეს“ დრექტორთა საბჭომ, ფ1-ის პროგრამის შეჩერება გადაწყვიტა.

მოსალოდნელია, რომ გერმანული კომპანია ფ1-თან დაკავშირებულ საკუთარ გეგმებზე, განცხადებას 15 ოქტომბრამდე გააკეთებს. სწორედ ესაა ახალი ტექნიკური ციკლისთვის (რომელიც 2026 წელს დაიწყება), ძრავების ახალი მწარმოებლებისგან განაცხადის მიღების ბოლო ვადა.

რაც შეეხება „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის სხვა პრემიუმ ბრენდ „აუდის“, მისი ფორმალური განაცხადი ფორმულა 1-ში უკვე შესულია. ჯერაც დაუდასტურებელი ინფორმაციით, ინგოლშტადტელების პარტნიორი „ზაუბერი“ გახდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124893