სხვა

10:41 | 5.10.2022 | ნანახია 0 - ჯერ

უაილდერი ფიურისთან უპირატესობას ჯოშუას ანიჭებს

მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ამერიკელი დეონტეი უაილდერი ამბობს, რომ ტაისონ ფიურის და ენტონი ჯოშუას შეხვედრის შემთხვევაში, ჯოშუა საკრივო სამყაროს გააოცებს და WBC-ს ჩემპიონს დაამარცხებს.

უკრაინელ ოლეკსანდრ უსიკთან ზედიზედ მეორედ დამარცხების შემდეგ, ჯოშუამ მოულოდნელად, ფიურისგან მიიღო შეხვედრის შეთავაზება. თუ შეთანხმება შედგა, ბრძოლა 3 დეკემბერს გაიმართება. ფიურის წარმომადგენელი ჯორჯ უორენი ამბობს, რომ ორი ბრიტანლის დაპირისპირება უკვე ჩაიშალა. მაგრამ ფიურის მსგავსი გამოხტომები ახასიათებს და ის ხშირად ცვლის გადაწყვეტილებებს. ეს მისი ერთგვარი სტილია.

„ჩემი აზრით, ენტონი ჯოშუა შეძლებს ტაისონ ფიურის დამარცხებას. ვიცი, რომ ეს სიგიჟედ ჩანს. ბევრი ამას იტყვის კიდეც. მაგრამ მე რეალურად მჯერა, რომ ჯოშუა მოიგებს. ჩემი აზრით, თუ მენტალურად კარგად მოემზადება, მას მწვერვალზე დაბრუნება შეუძლია“, - ამბობს ამერიკელი.

36 წლის უაილდერი სამჯერ შეხვედრია ფიურის. პირველად 2018 წელს და ის ბრძოლა ფრედ დასრულდა. ორი წლის შემდეგ, ბრიტანელმა უაილდერს ნოკაუტით მოუგო და მას WBC-ს ტიტული ჩამოართვა. შარშან კი ის ერთხელაც დაამარცხა.

შარშანვე ჯოშუა პირველად დამარცხდა უსიკთან და მას WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის ტიტულები გადააბარა. უკრაინელმა ეს ტიტულები რემატჩის მოგებით ახლახანს დაიცვა.

„ვფიქრობ, ის საკუთარ ძალებში დარწმუნებული არაა. მე ვიცი, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მებრძოლი, მკვლლი იყო - ენერგია, გრძნობა. მე მასში ამას ვერ ვხედავ. ფიზიკურად მას ყველაფერი შეუძლია. მაგრამ ზოგჯერ ამაზე მეტი აზროვნებას შეუძლია“, - ამბობს უაილდერი, ვინც 15 ოქტომბერს ბრძოლას გამართავს ფინელ-შვედ რობერტ ჰელენიუსთან.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:57 | 30.01.2016
Leonardo Di Gennaro (3)

Nu bobolebs ver ukrdzalaven magis .,ar akvt aba realistvis an barsastuis aekrdzalat

14:28 | 20.01.2016
ს.კ. დინამო(ბთ) (508)

BERDZNEBIC MIAYOLET DA RUSEBI,EGEBA ESHVELOS RAME DABINDZUREBUL FEXBURTS

17:29 | 19.01.2016
giojuve-10 (3743)

პანათინაიკოსი ათენისაა და არა სალონიკის.ბრაგას არ მონაწილეობა ტეხავს კარგი გუნდია,დდალშე სარიც უტხრიათ,თურქები და ბერძენბი საერთოდ უნდა მოკვეთონ მაგათი ჯიში და ჯილაგი მ...

11:14 | 20.01.2016
BEERTRANCE (97819)

ისე იტალიის გერმანიის ესპანეთის კლუბებსაც დაადონ ეგ სანქციები და მინიმალური შანსი გაუჩნდებათ თრაწლიგის გუნდებს DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

12:21 | 20.01.2016
giojuve-10 (3743)

ჩვენ მაინც არ გვეშველება სულ სან მარინოს და მალტტის გუნდებიც რომ დარჩენ,მესები არ გვყავს

11:39 | 20.01.2016
stoikovich (5984)

აბა ეპლის სანქციებს რა აზრი აქვს

13:41 | 20.01.2016
რენე ფერეირა (6798)

ეპლის რამდენი გუნდია ლიგაზე და ევროპალიგაზე?

20:00 | 20.01.2016
stoikovich (5984)

მეოთხედფინალი, მაგათი მაქსიმუმი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.080938
სარეკლამო ადგილი - 99
X x X