სხვა

0:11 | 5.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევენეპოლი მარშრუტის მიხედვით გადაწყვეტს - ჯირო, თუ ტური

მსოფლიოსა და ვუელტას ჩემპიონი, ბელგიელი რემკო ევენეპოლი ამბობს, რომ მას ჯერ ჯირო დ’იტალიას და ტურ დე ფრანსის მომავალი წლის რბოლების მარშრუტების ნახვა სურს, და მერე გადაწყვეტს, რომელ ველომარათონზე იასპარეზოს.

22 წლის ევენეპოლმა სექტემბერში ჯერ ვუელტა ესპანია მოიგო, ორი კვირის შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატზეც გაიმარჯვა, რომელიც ავსტრალიაში ჩატარდა. სეზონის დასაწყისში, მან ლიეჟი-ბასტონი-ლიეჟის კლასიკური რბოლაც მოიგო.

ევენეპოლის „ქვიკ-სტეპ ალფა ვინილის“ სპორტულმა დირექტორმა პატრიკ ლეფევერმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონს საფრანგეთში საასპარეზოდ 2024 წლამდე არ წაიყვანს.

ჯიროს 2023 წლის პროგრამა 17 ოქტომბერს გამოქვეყნდება, ტურ დე ფრანსი კი თავის განრიგს და მარშრუტს 27 ოქტომბერს გაგვაცნობს.

„ესპანეთში ჩემი წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ბევრი კომენტარი მოვისმინე ჩემზე. ხალხს სურს, რომ მალე ტურ დე ფრანსზე მიხილოს. ჩვენ ჯერ მარშრუტებს ვნახავთ, გავიგებთ სამთო ეტაპების პროფილებს და დროზე რბოლების კილომეტრაჟს. როცა ეს ინფორმაცია გვექნება, მხოლოდ ამის მერე გადავწყვეტთ, რომელზე გამოვალთ“, - ამბობს ევენეპოლი, ვინც 1978 წლის შემდგ, პირველი ბელგიელი ველომრბოლია, რომელმაც ველომარათონის მოგება შეძლო.

გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ის „ინეოს გრენადერსში“ გადასვლას აპირებს, რაზეც ბელგიელი ასეთ კომენტარს აკეთებს: „ძალიან გაკვირვებული ვარ იმით, რაც მოვისმინე. ახლანდელი კონტრაქტით, სამი წელი აქ უნდა ვიყო. ჩემს თანაგუნდელებს ვენდობი. ისინი მე მენდობიან. და მე წასვლის მიზეზი არ მაქვს“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112411