ფეხბურთი

17:34 | 4.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების "აპოელიდან" მწვრთნელი დაითხოვეს

ნიქოზიის „აპოელი“, რომლის რიგებში გიორგი ქვილითაია, მურთაზ დაუშვილი და ლაშა დვალი თამაშობენ, მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.

კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სოფრონის ავგუსტი გათავისუფლებულია, მიზეზი წარუმატებელი შედეგებია. „აპოელმა“ კვიპროსის სასტარტო 5 ტურში მხოლოდ 8 ქულა მოიპოვა.

ჯერჯერობით, უცნობია ვინ იქნება ნიქოზიელთა ახალი მთავარი მწვრთნელი. „აპოელს“ უახლოესი მატჩი 7 ოქტომბერს, „კარმიოტისასთან“ ელოდება.

0.114075