12:36 | 4.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალი“ საკას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

ლონდონის „არსენალი“ მზადაა ნახევარმცველ ბუკაიო საკას ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, კვირაში 230 ათასევროიანი ჯამაგირით - გვამცნობს Football.London.

21 წლის ინგლისელი ფეხბურთელი მნიშვნელოვანი ფიგურაა მიკელ არტეტას გუნდში და კლუბს მისი წახალისება სურს.

საკა „არსენალის“ სტრუქტურაში 7 წლიდან თამაშობს. პრემიერლიგისა და ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონში მან 9 მატჩში ერთი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. კლუბთან მის მოქმედ კონტრაქტს 2024 წლის ზაფხულში ეწურება ვადა.

0.112326