ჩოგბურთი

3:35 | 4.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

სვიატეკი ბილი ჯინ კინგის ფინალში გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ იასპარეზებს

იგა სვიატეკი გადატვირთული გრაფიკის გამო, ბილი ჯინ კინგის თასზე, რომელიც გლაზგოში (შოტლანდია) გაიმართება, პოლონეთის ნაკრებთან ერთად თამაშს ვერ შეძლებს. ამის მიზეზი გადატვირთული კალენდარია, რის გამოც, ერთ ტურნრიდან მეორეზე გადართვას ვერ ასწრებს.

ფინალი 8-13 ნოემბერს, WTA-ს ტურის სეზონის დასრულების შემდეგ გაიმართება. WTA-ს ფინალს ამერიკის ფორტ უორტი (ტექსასი) უმასპინძლებს. სწორედ სვიატეკის დახმარებით შეძლეს პოლონელებმა აპრილში ფინალის საგზურის მოპოვება.

„ამაზე ბევრი ვიფიქრე და ჩემს გუნდსაც ვეთათბირე და გადავწყვიტეთ, რომ ბილი ჯინ კინგის ტურნირის ფინალში თამაშს ვერ შევძლებ. ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა. მე პოლონეთის გუნდთან ერთად თამაშს ყოველთვის ვცდილობ და ბოლომდე ვიხარჯები. ჩემთვის ეს დიდი პატივია. ძალიან მინდოდა, ფინალშიც მეთამაშა. ვწუხვარ, რომ ჩოგბურთის ხელმძღვანელობა, კალენდრის დაგეგმვისას, მოთამაშეების ინტერესებს არ ითვალისწინებს. ამის გამო, მსოფლიოს გარშემო ერთ დღეში მოგზაურობა და დაუსვენებლად თამაში გვიწევს“, - სწუხს სვიატეკი.

WTA-ს ფინალის თარიღი და ადგილი, ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის მიერ არის დაგეგმილი, ბილი ჯინ კინგის თასი კი, რომელიც ადრე ფედერაციების თასის სახელით იყო ცნობილი, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) ეგიდით ტარდება.

„ამგვარი სიტუაცია, ჩვენი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არაა. ამას ტრავმის გამოწვევა შეუძლია. ამ ტემაზე, WTA-სთან და ITF-თან დალაპარაკებას ვაპირებ. რაღაც უნდა შეიცვალოს“, - ამბობს მსოფლიოს პირველი ჩოგანი.

0.119289