სხვა

2:48 | 4.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოტოგრანპრის ტაილანდის ეტაპი მიგელ ოლივეირამ მოიგო

მოტოგრანპრის ტაილანდის დიდი პრიზის რბოლა, KTM-ის პორტუგალიელმა მიგელ ოლივეირამ მოიგო. იტალიელმა ფრანჩესკო ბანიაიამ კი მსოფლიო ჩემპიონატის ფრანგ ლიდერ ფაბიო კვარტარაროსთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.

ოლივეირამ 0.730 წამით აჯობა მეორეზე გასულ ავსტრალიელ ჯეკ მილერს (დუკატი), ბანიაიამ კი მესამე ადგილი დაიკავა და კვარტარაროს ახლა უკვე 18-ის ნაცვლად, მხოლოდ 2 ქულითღა ჩამორჩება.

„რთული რბოლა იყო, მაგრამ საწუწუნო არაფერი მაქვს. ყოველთვის, როცა რბოლა სველ ასფალტზე გვიწევს, სუპერ სწრაფი ვარ. როცა გაწვიმდა, მთავარი შეცდმების არდაშვება იყო. მიხარია, რომ სეზონის მიწურულს, ასეთი გამარჯვება მოვიპოვე“, - განაცხადა ოლივეირამ, ვინც წვიმიანი რბოლა ინდონეზიაშიც მოიგო.

„ძალიან მიხარია. ჩემთვის ეს მოგებასავითაა. მადლობა ჯეკ მილერს, ვისთან რბოლის წინ გამართული საუბარიც, ჩემთვის მოტივაციის მომცემი იყო“, - განაცხადა ბანიაიამ.

კვარტარაროს საშინელი სტარტი ჰქონდა, რის გამოც, პირველივე წრეზე, მეოთხედან მე-17 პოზიციამდე ჩამოქვეითდა. საბოლოოდ, მან რბოლა უქულოდ დაასრულა. მასთან ჩამორჩენა 20 ქულამდე შეამცირა ესპანელმა ალეიქს ესპარგარომ, ვინც რბოლა მე-11 ადგილზე დაასრულა. ის უფრო წინაც გავიდოდა, მაგრამ სამხრეთაფრიკელ ბრედ ბინდერთან შეჯახების გამო, მსაჯებმა გრძელი წრის გავლით დააჯარიმეს.

მეხუთე ადგილზე გავიდა მოტოგრანპრის ექვსგზის ჩემპიონი, ესპანელი მარკ მარკესი. პოულის მფლობელი, იტალიელი მარკო ბეზეკი კი მე-16 ადგილს დასჯერდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117773