უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა სუპერლიგის შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს ორგანიზაცია აღარ არსებობს. გარდა ამისა, დააანონსა, რომ უეფას პრეზიდენტის პოსტზე კენჭს კიდევ ერთხელ იყრის და ერთადერთი კანდიდატი იქნება.
„სუპერლიგა? ვფიქრობ, რომ ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, ჩემთვის არ არსებობს და აღარ იარსებებს. ეს იდეა არ იმსახურებს დამატებით კომენტარს, რადგან მდიდარ და ღარიბ კლუბებს შორის სხვაობას ქმნის, არ იქნება ბალანსი.
უეფას პრეზიდენტობაზე კიდევ ერთი ვადით ვიყრი კენჭს. უკვე მივიღე მხარდაჭერის 55 წერილი და უცნაური იქნებოდა, რომ ხელახლა არ ვცადო. როგორც ჩანს, ერთადერთი კანდიდატი ვიქნები. არ უნდათ, რომ წავიდე“, - თქვა ჩეფერინმა.