ფეხბურთი

20:56 | 3.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩისკომ "ანორთოსისი" ჩაიბარა

ფამაგუსტას „ანორთოსისს“ ჩისკო მუნიოსი გაწვრთნის. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა და ესპანელმა კვიპროსელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

ჩისკომ დარკო მილანიჩი შეცვალა, რომელიც 5 ტურში მოპოვებული 7 ქულის გამო გაათავისუფლეს. 42 წლის ესპანელს აქამდე „დინამო თბილისში“, „უოტფორდსა“ და „უესკაში“ უმუშავია. „დინამოში“ მან საქართველოს ჩემპიონატი მოიგო, ხოლო „უოტფორდი“ პრემიერლიგაში გადაიყვანა.

მოგეხსენებათ, ფამაგუსტას „ანორთოსისს“ 2019-2022 წლებში თემურ ქეცბაია ავარჯიშებდა, ხოლო ამჟამად გუნდში გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე თამაშობენ. ლორიას ჩისკო კარგად იცნობს, რადგან „დინამოში“ წლების განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ.

ჩისკოს საკმაოდ წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რომლის განმავლობაში „რეკრეატივოს“, "ტენერიფეს", „ვალენსიას“, „ბეტისის“, „ლევანტეს“, „დინამო თბილისისა“ და „ხიმნასტიკის“ ღირსებას იცავდა.

0.105234