ფეხბურთი

19:00 | 3.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" სამი ფეხბურთელი გამოაკლდა, კალაბრიას ტრავმა მძიმეა

„მილანს“ კაპიტანი დავიდე კალაბრია დიდი ხნით გამოაკლდა. იტალიელმა მცველმა „ემპოლისთან“ მატჩში ბარძაყის ტრავმა მიიღო და როგორც გაირკვა, 2023 წლამდე ვერ ითამაშებს.

გარდა ამისა, „როსონერის“ „ემპოლის“ წინააღმდეგ სიმონ კიაერი და ალექსის სალმაეკერსი დაუშავდა. ბელგიელის ტრავმა სერიოზულია და ის მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვერ ითამაშებს, ხოლო დანიელი მცველი სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა.

კიაერს შემდგომი სამედიცინო გამოკვლევა დაახლოებით ერთ კვირაში ჩაუტარდება და შემდეგ გაირკვევა, როდის შეძლებს თამაშს, მაგრამ უახლოესი სამი თამაში „ჩელსისა“ (ორჯერ) და „იუვენტუსთან“ გაუცდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ „მილანს“ ტრავმების გამო მაიკ მენიო, ტეო ერნანდესი და ზლატან იბრაჰიმოვიჩიც ვერ ეხმარება.

0.117821