ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ალფრედ შრიოდერმა „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც მოუწია საუბარი, რადგან ჰკითხეს, არის თუ არა ის „ნაპოლის“ რიგებიდან ყველაზე სახიფათო მოთამაშე.
„ვფიქრობ, კვარაცხელია ძალიან ძლიერია და მარცხენა ფლანგზე ძალიან კარგად თამაშობს, რა თქმა უნდა, კარგი ინდივიდუალური თვისებები აქვს, როცა ბურთითაა. ის გუნდურად უნდა შევაჩეროთ და ვეცდებით, მთელი დაცვითი ფაზით შევაჩეროთ. ბურთთან ერთად ძალიან ძლიერია, კარგად კომბინირებს მარცხნივ ზელინსკისთან ერთად. თუმცა ჩვენ თავი მთელი გუნდისგან უნდა დავიცვათ და არა ერთი ფეხბურთელისგან“, - თქვა შრიოდერმა.
შეგახსენებთ, „აიაქსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 4 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.