ფეხბურთი

14:34 | 3.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბარძალი და მარკოლინი: "კვარაცხელია ანრის და ლენტინის ჰგავს"

იტალიური DAZN-ის პირდაპირ ეთერში საფეხბურთო ექსპერტებმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრეს და წარსულიდან დაასახელეს თითო ფეხბურთელი, რომელთაც ქართველი ჰგავს.

სტეფანო ბორგის, დარიო მარკოლინისა და ანდრეა ბარძალის პასუხები ასეთი იყო:

ბორგი: „ჯანლუიჯი ლენტინის ჰგავს“.

მარკოლინი: „ტიერი ანრის, რადგან ერთი-ერთზე მსგავს სტილში თამაშობს. მას ძალიან მაგონებს, იმიტომ, რომ გოლის გატანა ყველა სტილში შეუძლია“.

ბარძალი: „მე ლენტინის ვიტყვი, რომლის თამაში კარგად არ მახსოვს, მაგრამ მაინც მას დავასახელებ. კვარაცხელიას გოლების გარდა, შესანიშნავი თამაში და პასების გაკეთებაც შეუძლია“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114158