„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა როი კინმა კრიშტიანუ რონალდუს უთამაშებლობაზე ისაუბრა და თავისი ყოფილი კლუბი პორტუგალიელის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა.
„რონალდუ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. თუნდაც, მას არ ჰქონდეს ტენ ჰაგის თამაშისთვის საჭირო მახასიათებლები, რონალდუს უთამაშებლობა მის მიმართ პატივისცემის ნაკლებობაა. არ შეიძლება ის კვირიდან კვირამდე სათადარიგო სკამზე იჯდეს“, - თქვა კინმა.
აღსანიშნავია, რომ ერიკ ტენ ჰაგმა „მანჩესტერ სიტისთან“ კრიშტიანუ რონალდუს უთამაშებლობა, სწორედ პატივისცემით ახსნა. როგორც მან თქვა, ასეთ თამაშში რონალდუს ჩართვა მისი კარიერის უპატივცემულობა იქნებოდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამან თავისი სასჯელი მიიღო უკვე,ტენჰააგმა დაანახა რომ მზეზე კიდია და არაფერი ავტორიტეტი ეს მისთვის არაა.სხვა გუნდებმაც დაანახეს რომ არაფერში ჭირდებათ როცა არავინ წაიყვანა ზაფხულში(ერთადერთი ნაპოლიმ გამოთქვა ინტერესი ისიც იმის გამო რომ ოსიმენის 100 მილიონად გასაღება უნდოდათ რაზეც ბუნებრივია მანჩესტერმა უარი თქვა),პორტუგალიელმა ხალხმაც კი შეუტია და უთხრა რომ მისი დრო წავიდა.მოკლედ ყველამ დაანახა რომ ტყუილად ნუღარ იბაქები და მოიქეცი ნორმალურადო.ხოდა საკმარისია უკვე,მეტი ზეწოლა აღარაა საჭირო.მიხვდა ესეც უკვე რომ ყველას კიდია და აღარ დაიწყებს მასე ბაქვას.ხოლო იმის გამო რაც წარსულში აქვს გაკეთებული ფეხბურთში ასეთ დასასრულს არ იმსახურებს,ვგულისხმობ მანჩესტერის სკამზე დალპობას და შეიძლება მუნდიალზე ვერ წასვლასასაც.მოკლედ ისევ უნდა მიცენ შანსი,რაც დააშავა იმის საპასუხო მიიღო უკვე,აღარაა მეტი საჭირო.ცოტა რომ მაინც აღიდგინოს ფორმა იგივე მანჩესტერს გამოადგება ამ სეზონშიც,10 ბურთს მაინც გაიტანს პრემიერლიგაში საჯარიმოში დგომით,ცარიელ კარში,პენალტით თუ რაც იქნება
გუნდი კრიზისშია და ამოსვლას ცდილობს, არარის დრო პენსიონრების ზებრაზე გადაყვანის. ცუდ დროს წავიდა მანუში.
პლუს შეიძლება მართლა მსოფლიოზეც არ წაიყვანონ ასე სკამზე თუ ეჯინა მთელი 2 თვე რაც დარჩა მაგ მსოფლიომდე.თან ისედაც კონფლიქტი აქვს უკვე ზოგადად პორტუგალიელ ხალხთან და უფორმობის შემთხვევაში მიზეზი ექნებათ პორტუგალიელებს რომ არ წაიყვანონ მუნდიალზე.ცოდვაა მუნდიალს მიღმა რომ დატოვონ და მანჩესტერშიც მთელი სეზონი სკამი ახეხინონ
მუდმივად სკამზე დაჯდომით(ან მხოლოდ 10-15 წუთის მიცემით) საერთოდ აგდებს ფორმიდან ტენ ჰააგი ამას და რეალურად უმთავრებს კიდეც კარიერას.ძაან ცუდად ექცევა მართლა.რომ ათამაშოს შეიძლება ცოტა აღიდგინოს ფორმა და გაისად საშუალო დონის გუნდი მაინც ნახოს.ასე სკამზე თუ იჯდა მთელი სეზონი ამას გაისად საშუალო დონის გუნდიც არავინ წაიყვანს.ნუ იმსახურებს კიდეც ასეთ მოქცევს იმის გამო რაც ზაფხულში აკეთა(წასვლა რომ უნდოდა ლიგის გუნდში,პლუს ფორმაშიც არაა აშკარად) მაგრამ ცოდვაა მაინც და ცოტა ადამიანობა უნდა გამოავლინოს ტენჰააგმა.ბოლო-ბოლო ზოგადად ფეხბურთის გარდა თვითონ მანჩესტერის ლეგენდაცაა და მაგის გამოც არ ეკუთვნის ასეთი მიდგომა რაც არ უნდა იმზევოს მაინც
ისე მართლა გაახურა ტენ ჰააგმაც საქმე,დააყენოს ძირითადში და შეარგოს კარიერის ბოლო მანჩესტერული სეზონი.ისედაც არ ბრწყინავს მანჩესტერი გინდ ეს დაუყენებია და გინდ სხვა.გაისად ზაფხულზე აღარ დაუდონ ახალი კონტრაქტი და ეგაა,იძულებული იქნება წავიდეს ან სხვა გუნდში ან საერთოდ დაასრულოს კარიერა.ძლიერს არავის აღარ მიყავს და ევროპაში მაქსიმუმ სპორტინგი ან რამე ასეთი საშუალო დონის გუნდი,დალშე აზია ან ამერიკა მოუწევს თუ არ დაამთავრებს კარიერას
სიბერეს უმწარებენ ))
ან ფეხბურთიდან უნდა წასულიყო ან ამერიკაში ან აზიაში