„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "მანჩესტერთან" მატჩის (6:3) შემდეგ ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი სტატისტიკა საშიშია.
„ჰოლანდზე ციფრები თავისთავად საუბრობენ. მან ეს აქამდეც გააკეთა. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ ჩვენს გარემოში ადაპტაციაში, ისეთი შეგრძნებაა, რომ ყოველთვის მშიერია. გულწრფელად გითხრათ, მისი სტატისტიკა შემზარავია“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდს პრემიერლიგაში 8 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, მთლიანად სეზონში კი 11 თამაშში 17 გოლი მიითვალა.