ფეხბურთი

1:23 | 3.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" სეზონში პირველად ვერ მოიგო

მადრიდის „რეალმა“ მიმდინარე სეზონში პირველად ვერ მოიგო. კარლო ანჩელოტის გუნდი შინ პამპლონას „ოსასუნას“ დაუხვდა და მოულოდნელად ორი ქულა დაკარგა.

მადრიდელებმა ტაიმი ვინისიუსის გოლით კი მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევრის სტარტზე სტუმრებმა გაათანაბრეს და ანგარიში შეინარჩუნეს. „სამეფო კლუბს“ მოგება შეეძლო, თუმცა მატჩის მიწურულს კარიმ ბენზემამ პენალტი ვერ გაიტანა.

ამრიგად, ლა ლიგას ორი ლიდერი ჰყავს - „რეალი“ და „ბარსელონა“ 19-19 ქულით. სხვათა შორის, „ბარსა“ ძალიან მაგარ ფორმაშია და 7 ტურში ერთადერთი გოლი აქვს გაშვებული, „რეალის“ უკანა ხაზი კი ასეთი სტაბილური არ არის და უკვე 7 გოლი აქვს მიღებული.

„რეალი“ – „ოსასუნა“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ვინისიუსი (42), 1:1 გარსია (50)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101189