ფეხბურთი

23:02 | 2.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიას გოლი სლოვაკეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

ბრატისლავის „სლოვანის“ ქართველმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში გოლი გაიტანა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტი „პოდბრეჟოვა“ 3:1 დაამარცხა, მაგრამ რომ არა კაშიას გოლი, საეჭვოა სამი ქულა მოეპოვებინა. 88-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, გურამი კუთხურის დროს შეტევაში ჩაერთო და თავური დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი.

კაშიამ სლოვაკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი, ზოგადად სეზონში კი მეორე გოლი გაიტანა (ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც გაიტანა). გურამმა, ისევე, როგორც ჯაბა კანკავამ ამ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა, გიორგი ჩაკვეტაძემ კი მინდორზე მხოლოდ პირველი ტაიმი გაატარა.

„სლოვანმა“ ამ გამარჯვებით 26 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 9 ოქტომბერს, „ტრენჩინს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107083