„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი „ტორინოსთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლით „ემუქრებოდა“, სანამ ქართველი ფეხბურთელი გოლს გაიტანდა. ამის შესახებ Il Giornale იტყობინება.
წყაროს თანახმად, 36-ე წუთზე სპალეტიმ კვარას ჟესტიკულაციით აჩვენა: „უნდა შეგცვალო?“ ეს გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა, რადგან ამ მომენტიდან 30 წამში, კვარამ ბურთი მიიღო და 40-მეტრიანი გარბენის შედეგად გოლი გაიტანა.
მანამდე სპალეტიმ ხვიჩას სამჯერ დაუძახა და მითითებები მისცა, როგორც იტალიელმა მწვრთნელმა თქვა, ქართველს უფრო შუაში შეწევას და იქიდან თამაშს სთხოვდა.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ მატჩის შემდეგ სპალეტიმ კვარაცხელიას შეტევაში, მისი მრავალფეროვანი არსენალის გამო, სტრატოსფერული ფეხბურთელი უწოდა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 10 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ორ-ორჯერ კი საგოლე პასი მიითვალა და პენალტი მოიპოვა.