ფეხბურთი

19:10 | 2.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილის 90 წუთი და "კრემონეზეს" ფრე "ლეჩესთან"

იტალიის სერია A-ს მერვე ტურში „კრემონეზეს“ ქართველმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა „ლეჩეს“ წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა.

მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და გუნდებმა პირველივე ტაიმში თითო პენალტი გაიტანეს, მერე კი არაფერი შეცვლილა. ლოჩოშვილმა წინა მატჩებისგან განსხვავებით 4-მცველიან სქემაში ითამაშა და ურიგოდ არ გამოიყურებოდა. ყოველ შემთხვევაში შეცდომა ნამდვილად არ დაუშვია.

ლუკას მიმდინარე სეზონში მეექვსე მატჩი დაუგროვდა, ერთხელ ტრავმის გამო ვერ ითამაშა, ერთხელ თამაშის უფლება საბუთების გამო არ ჰქონდა. „კრემონეზე“ ისევ მოუგებელია და 3 ქულით მე-19 პოზიციაზეა.

მომდევნო ტურში 9 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში ქართველი ფეხბურთელების „დუელსაც“ ვნახავთ - „კრემონეზე“ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ უმასპინძლებს.

0.11076