ფეხბურთი

11:08 | 2.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინოს" მწვრთნელი: "კვარაცხელიასგან ერთ შეტევასაც ვერ ვიხსენებ"

„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ თქვა, რომ მეტოქის თავდამსხმელები კარგად გააკონტროლეს, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც.

ხორვატმა სპეციალისტმა ქართველი ფეხბურთელისგან გოლის მიუხედავად, სახიფათო შეტევები ვერ დაინახა და თქვა, რომ გოლიც იმ შეტევას მოჰყვა, რომელიც „ტორინოს“ ფეხბურთელის დაკარგული ბურთით დაიწყო.

„ტორინომ“ სამი სეზონის განმავლობაში 140 გოლი გაუშვა, როდესაც თავს ძალიან უკნიდან იცავდა. შარშან ჩვენ სტილი შევცვალეთ და უკეთ გამოვიყურებოდით. დღეს პირველად შეგვექმნა ეს პრობლემა, მაგრამ ვერ ვიხსენებ კვარას ერთ შეტევასაც კი, საგოლე ეპიზოდი კოფი ჯიჯის ცუდად ჩაჭრილი ბურთიდან დაიწყო. თუმცა, „ნაპოლის“ თავდამსხმელებს ჩვენი დაცვისთვის განსაკუთრებული სირთულეები არ შეუქმნიათ“, - თქვა იურიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 10 მატჩში 5 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს თავის აქტივში. „ნაპოლი“ სერია A-ს 20 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად ამსტერდამის „აიაქსთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119983