ფეხბურთი

22:27 | 1.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალმა“ ლიდერობა გაიხანგრძლივა. კეინის რეკორდი

პრემიერლიგის შაბათის სათამაშო დღის ადრეულ მატჩში, „არსენალმა,“ ჩრდილოლონდონურ დერბში „ტოტენჰემს“ 3:1 მოუგო და ლიდერობა გაიხანგრძლივა.

მე-20 წთზე ტომას პარტიმ „ცხრიანში“ გაიტანა და ანგარიშიც გაიხსნა. ნახევარი საათის თავზე სტუმრებმა გაათანაბრეს. რიშარლისონის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ჰარი კეინმა ზუსტად დაარტყა. ეს კეინის სარეკორდო, სტუმრად გატანილი მე-100 გოლი გახლდათ პრემიერლიგაში.

მეორე ტაიმის დასაწყისში ახალწვეულმა ჟეზუსმა კვლავ დააწინაურა მასპინძლები. 62-ე წუთზე კი გაბრიელთან უხეშობისთვის მსაჯმა ემერსონს წითელი ბარათი უჩვენა და ამის შემდეგ მინდორზე ერთი გუნდი - „არსენალი“ დარჩა. გრანიტ ჯაკას მესამე გოლიც ლოგიკური გახლდათ.

„ტოტენჰემი“ მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა.

„ბრაიტონი“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველად გაიყვანა მინდორზე 43 წლის რობერტო დე ძერბიმ. „ენფილდზე“ დებიუტი ხუმრობა არ არის, თუმცა იტალიელმა ამოცანას თავი გაართვა - არ წააგო. წააგო კი არა, მე-18 წუთისთვის „თოლიები“ ბელგიელი ლეანდრო ტროსარის დუბლით უკვე 0:2 იგებდნენ.

მართალია „ლივერპულმა“ ფირმინოს ორგოლათი გათანაბრება შეძლო და შემდეგ დაწინაურდა კიდეც (საკუთარ კარში ადამ უებსტერმა შეაგდო), თითქოს მერსისაიდელთა მორიგი „დაბრუნების“ მომსწრენი უნდა გავმხდარიყავით, მაგრამ ბოლოსკენ ტროსარმა კიდევ გაიტანა, ჰეთ-თრიქი მიითვალა და მატჩიც ფრედ დასრულდა. იურგენ კლოპის გუნდმა მორიგი შესაძლებლობა გაანიავა და 10 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა. 14-ქულიანი „ბრაიტონი“ კი მესამე საფეხურზე დგას.

იღბლიანი პრემიერლიგური დებიუტი გამოუვიდა „ბრაიტონის“ ყოფილ დამრიგებელს, გრემ პოტერს „ჩელსიში.“ საერთოდ, სანაკრებო პაუზის შემდეგ, გუნდებს ხშირად გადაწყობა უჭირთ ხოლმე და ამჯერადაც დაახლოებით მსგავსი რამ მოხდა. „ჩელსიმ,“ რომელმაც პოტერის ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგაში შინ „ზალცბურგს“ ვერ მოუგო (1:1), ამჯერადაც მძიმედ დიწყო. აგებდა კიდეც „კრისტალ პალასთან,“ მაგრამ ტაიმის ბოლოსკენ პიერ-ემერიკ ობამეინგმა გაათანაბრა. ეს გაბონლის პირველი გატანილი გოლი გახლდათ „ჩელსის“ მაისურით.

გამარჯვებისა კი კონორ გალახერმა გაიტანა 90-ე წუთზე.

„ნიუკასლმა“ სტუმრად შანსი არ დუტოვა „ფულემს“ – 1:4. დუბლი მიითვალა „კაჭკაჭების“ პარაგვაელმა მიგელ ალმირონმა.

მიკლედ, „არსენალი“ კვლავ ლიდერია, ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი კი ლიგაში „მანჩესტერ სიტია,“ რომელიც კვირას მანჩესტერულ დერბიში „იუნაიტედს“ უმასპინძლებს.

ინგლისი

პრემიერლიგა

9 ტური. 1 ოქტომბერი

არსენალი - ტოტენჰემი 3:1

ლონდონი. „ემირეითსი“

1:0 პარტეი (20), 1:1 კეინი (31 პენ), 2:1 ჟეზუსი (49), 3:1 ჯაკა (67)

არსენალი: რემსდეილი, ზინჩენკო (ტირნი 73), გაბრიელი, სალიბა, უაითი (ტომიასუ 89), პარტი (ლოკონგა 73), ჯაკა, მარტინელი, ედეგორი (ვიეირა 80), საკა, ჟეზუსი (ნკეიტა 80)

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

ტოტენჰემი: ლორისი, ლანგლე (სანჩესი 71), დაიერი, რომერო, ემერსონი, ჰოიბერგი (სკიპი 75), ბენტანკური, პერიშიჩი (ბისუმა 71), სონი (დოჰერტი 72), რიშარლისონი (სესენონი 71), კეინი

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: სალიბა (78), მარტინელი (85); დაიერი (90+3)

გაძევება: ემერსონი (62)

ლივერპული - ბრაიტონი 3:3

ლივერპული. „ენფილდი“

0:1, 0:2 ტროსარი (4, 18), 1:2, 2:2 ფირმინო (33, 54), 3:2 უებსტერი (63 საკ. კარში), 3:3 ტროსარი (84)

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, ციმიკასი (მილნერი 59), ფაბინიო, ალკანტარა (ნუნიესი 89), ჰენდერსონი (ელიოტი 59), ფირმინო (ჟოტა 75), სალაჰი, კარვალიო (დიასი 46)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ბრაიტონი: სანჩესი, უებსტერი, დანკი, ველტმანი, მარჩი, მაკ ალისტერი, კაისედო, ესტუპინიანი (ლალანა 76), ტროსარი (ლემპტი 87), გროსი (მიტომა 65), უელბეკი

მწვრთნელი: რობერტო დე ძერბი

მსაჯი: ენდი მედლი

გაფრთხილება: ალექსანდერ-არნოლდი (86); ესტუპინიანი (29)

ფულემი - ნიუკასლი 1:4

0:1 უილსონი (11), 0:2 ალმირონი (33), 0:3 ლონგსტაფი (43), 0:4 ალმირონი (57), 1:4 დე კორდოვა-რიდი (89)

გაძევება: ჩალობა (8) - ფულემი

საუთჰემპტონი - ევერტონი 1:2

1:0 არიბო (49), 1:1 კოდი (52), 1:2 მაკნილი (54)

კრისტალ პალასი - ჩელსი 1:2

1:0 ედუარი (7), 1:1 ობამეიანგი (38), 1:2 გალახერი (90)

ბორნმუთი - ბრენტფორდი 0:0

ვესტ ჰემი - ვულვერჰემპტონი 2:0

1:0 სკამაკა (29), 2:0 ბოუენი (54)

0.117523