ფეხბურთი

12:00 | 1.10.2022 | ნანახია 221 - ჯერ

ტენ ჰაგი და რაშფორდი პრემიერლიგაში საუკეთესოებად დაასახელეს

ინგლისის პრემიერლიგაში სექტემბრის საუკეთესო მწვრთნელად ერიკ ტენ ჰაგი დასახელდა. ნიდერლანდელმა ეს ჯილდო კარიერაში პირველად მიიღო.

გასულ თვეში „იუნაიტედმა“ „ლესტერს“ (1:0) და „არსენალს“ (3:1) მოუგო და ვითარება გაიუმჯობესა.

თვის საუკეთესო ფეხბურთელად მარკუს რაშფორდი აღიარეს, რომელმაც „არსენალის“ წინააღმდეგ დუბლის შესრულება შეძლო.

აქვე გეტყვით, რომ „მანჩესტერი“ პრემიერლიგის უახლოეს ტურში 2 ოქტომბერს, „მანჩესტერ სიტის“ შეხვდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:48 | 01.10.2022
Kobe Bean (21687)

დედოფალის სიკდვილმა ნახევარი თვე გააცდინა პრემიერლიგაში და ცოტა მზეობაც არის სექტემბერში საუკეთესოების დასახელება თუმცა წახალისების კუთხით ორივესთვის კარგია ეს ჯილდო,ტენჰააგისთვისაც და რაშფორდისთვისაც.ჩემდა გასახარად არსენალმა ატაკა ტოტენჰემს ცოტა ხნის წინ

0.060829