„ნაპოლის“ ყოფილმა მეკარე ჯენარო იეცომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართველს შესანიშნავი თვისებები აქვს, მაგრამ უნდა გაიზარდოს.
„კვარას დიდებული თვისებები აქვს, მაგრამ მან უნდა ისწავლოს, რათა უფრო კონკრეტული იყოს მოედნის ყველა ნაწილში. სპალეტი მართალია, როცა მას განსაკუთრებულად არ აქებს, ასე ცდილობს მის დაცვას. ის ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ შეუძლია და უნდა გაიზარდოს“, - თქვა იეცომ.
შეგახსენებთ, რომ დღეს „ნაპოლი“ სერია A-ს მერვე ტურში „მილანს“ უმასპინძლებს.