ფეხბურთი

23:52 | 30.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საბატინი: "ნაპოლის" მშურს კვარაცხელიას ტრანსფერის გამო, ჩემს თავს ვეკითხები, მე რატომ არ ვიყიდე?"

„პალერმოსა“ და „რომას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

როგორც გამოცდილმა მენეჯერმა თქვა, „ნაპოლის“ შურს, რომ ასეთი ფეხბურთელი დაიმატა. საბატინის აზრით, კვარა მეტოქეს შეცდომას არასდროს პატიობს.

„ის არის მუხლუხა, რომელიც მისგან გაქცევის საშუალებას არ გაძლევს. ყველა თვისება აქვს და ფეხბურთელია, რომელიც შეცდომას არ გაპატიებს. მას ხუთჯერ რომ მისცე ბურთი, ხუთჯერვე ერთნაირად დაამუშავებს. ის დიდებული შენაძენია და „ნაპოლის“ ყოველთვის შემშურდება ამის გამო და ჩემს თავს ყოველთვის ვეკითხები: „რატომ არ ვიყიდე?“, - თქვა საბატინიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115706