ფეხბურთი

20:35 | 30.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტურინელი ჟურნალისტი: "იურიჩი კვარაცხელიას შესაჩერებლად გალიის აშენებაზე მუშაობს"

ტურინელმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა ოდინენომ, რომელიც „ტორინოს“ შესახებ მუშაობას, „ნაპოლისთან“ მატჩის წინ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ტურინელთა მთავარი მწვრთნელი ივან იურიჩი განსაკუთრებულ ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიას უთმობს და თამაშის წინ მის წინააღმდეგ თამაშის გეგმას სახავს.

„იურიჩს მხედველობაში აქვს კვარაცხელიასთვის გალიის აშენება. მეურვეობის დიდი ეჭვი სწორედ დაცვის ხაზს უკავშირდება. დაცვის მარჯვენა ფლანგზე ქართველის მეურვეობა შურსს ან ჯიჯის დაევალება. ზოგადად, „ტორინოს“ ძლიერი მხარე გუნდური თავდაცვაა“, - თქვა ოდენინომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ტორინოს“ მატჩი 1 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

0.130701