ფეხბურთი

17:19 | 30.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: "მინდა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრეთთან ვითამაშოთ"
"ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა"

უნგრული „ფეჰერვარის“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრეთის ნაკრებთან თამაში უნდა.

28 წლის ფეხბურთელის განცხადებით, უნგრეთის ნაკრების წარმატებული შედეგები საქართველოსთვისაც სტიმულს წარმოადგენს.

„მართალი გითხრათ, მოუთმენლად ველოდები უნგრეთთან თამაშს, ძალიან კარგი იქნება, ვფიქრობ, ორივე მატჩში სტადიონი სავსე იქნება, რადგან უნგრეთშიც უყვართ ფეხბურთი და საქართველოშიც. ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გვინდა.

გერმანიასთან უნგრეთის თამაში არ მინახავს, რადგან ჩვენც ვთამაშობდით, მაგრამ შედეგი რომ ვნახე, სულაც არ გამიკვირდა. უნგრეთმა ზაფხულში ინგლისი ორჯერ დაამარცხა, ძალიან ძლიერი გუნდი გახდა და კარგი ფეხბურთელები ჰყავს. მათი კარგი თამაში ჩვენც გვაძლევს მოტივაციას, რადგან საქართველო, ისევე როგორც უნგრეთი, პატარა ქვეყანაა. ვფიქრობ, ჩვენც კარგი გუნდი გვყავს და ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია“, - თქვა ზივზივაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძეს საქართველოს ნაკრებში 15 მატჩი აქვს ჩატარებული და 3 გოლი გაიტანა, სამივე მიმდინარე წელს (ბოსნიასთან, ბულგარეთსა და ჩრდ. მაკედონიასთან).

0.120377