ფეხბურთი

16:43 | 30.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში სექტემბრის MVP კიმი გახდა, კვარაცხელიას კი ჯილდო გადასცეს

იტალიის ჩემპიონატში სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად „ნაპოლის“ მცველი კიმ მინ-ჯერ დასახელდა. სამხრეთკორეელი უშუალოდ სერია A-მ გამოარჩია.

კიმმა მერიჰ დემირალს („ატალანტა“), როდრიგო ბეკაოს („უდინეზე“), ტეო ერნანდესსა „მილანი“) და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს („ლაციო“) აჯობა.

აღსანიშნავია, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში თვის საუკეთესო ფეხბურთელი ჯერ მხოლოდ ორჯერ გამოვლინდა და ორჯერვე „ნაპოლის“ ფეხბურთელებმა გაიმარჯვეს - აგვისტოში იგივე ჯილდო ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო, რომელიც ამჯერად სექტემბრის ნომინანტებში არ იყო. აღსანიშნავია, რომ ხვიჩაც და კიმიც ნეაპოლელებმა ზაფხულში დაიმატეს, შესაბამისად, სერია A-ში სადებიუტო სეზონი აქვთ.

აქვე ვთქვათ, რომ ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად აგვისტოში არა მხოლოდ კონკრეტულად სერია A-მ ფანების გამოკითხვით, არამედ იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ (AIC) დაასახელა, რომლის წევრების 68% ხმა ქართველს ერგო. ეს ახალი ამბავი ცხადია არაა, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გაირკვა, რომ ხვიჩამ იმარჯვა, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ კუთვნილი ჯილდო ქართველს დღეს მისცეს, ხოლო ხვალ „ტორინოსთან“ მატჩის წინ ჯილდოს ფორმალური, მაგრამ ოფიციალური გადაცემა მოხდება.

0.118726