13:17 | 30.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდი: „მანჩესტერ სიტი“ საუკეთესო სპორტული პროექტია მსოფლიოში“

„მანჩესტერ სიტის“ ახალწვეულმა, ერლინგ ჰოლანდმა, ჟურნალისტებს დორტმუნდის „ბორუსიიდან“ „ქალაქელების“ რიგებში გადასვლის შესახებ უამბო.

„2021 წელს, „სიტისა“ და „დორტმუნდის“ მატჩის შემდეგ, მანჩესტერელთა მგონი თხუთმეტმა ფეხბურთელმა თქვა, რომ მათთან უნდა გადავსულიყავი. მათ შორის: სტოუნზმა, დიაშმა, გიუნდოგანმა, ფოდენმა, დე ბრუინმა...

„მანჩესტერ სიტი“ დღეს საუკეთესო სპორტული პროექტია მსოფლიოში და მიმაჩნია, რომ აქ დიდ წარმატებას მივაღწევ.“ - ციტირებს ნორვეგიელის სიტყვებს City Xtra.

22 წლის ჰოლანდი „დორტმუნდიდან“ „სიტიში“ 2022 წლის 1 ივლისს გადავიდა 60 მილიონ ევროდ. მიმდინარე სეზონში „ქალაქელების“ მაისურით, ყველა ტურნირში მან 11 მატჩში 14 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.122863