ფეხბურთი

12:40 | 30.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდიო რანიერი: "კვარაცხელია საოცარი ფეხბურთელია"

იტალიელმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა და მას საოცარი ფეხბურთელი უწოდა. როგორც რანიერიმ აღნიშნა, „ნაპოლის“ სკუდეტოს მოგებაც შეუძლია.

„ნაპოლის“ სკუდეტო? ვფიქრობ, მათ შეუძლიათ გასული სეზონის ნეგატიური გამოცდილება გამოიყენონ, როცა სახლში დაბალი დონის გუნდებთან ქულებს კარგავდნენ. კვარაცხელია საოცარი ფეხბურთელია. სტაჟიანი ქომაგები ჯიჯი მერონის ამსგავსებენ? ისიც იგივეს აკეთებდა, ოღონდ მარჯვნივ. ეს ბიჭი სენსაციური მოთამაშეა და თავისი შესაძლებლობების რწმენა საშუალებას აძლევს, რისკიანად, მაგრამ ეფექტურად ითამაშოს“, - თქვა რანიერიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს მერვე ტურში 1 ოქტომბერს, „ტორინოს“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.

0.128203