ფეხბურთი

8:20 | 30.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: “კვარაცხელია დიდი ფეხბურთელი ვერ გახდება, თუ ერთ რამეს არ გააცნობიერებს”

იტალიელმა ჟურნალისტმა ფრანჩესკო მაროლდამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ დიდი ფეხბურთელი ვერ გახდება, თუ პასის გაკეთების კულტურა არ ჩამოუყალიბდება.

”კვარაცხელია დიდი ფეხბურთელი მაშინ გახდება, როცა გააცნობიერებს, რომ პირველი დრიბლინგის შემდეგ ბურთის თანაგუნდელზე გადაწოდებაც შესაძლებელია. პირველი დრიბლინგის შემდეგ ის მუდმივად მეორე, მესამე დრიბლინგის გაკეთებას ცდილობს და ასეთ დროს რთულია თავის აწევა და პასის გაკეთება. თუმცა, არასწორად არ გამიგოთ: კვარაცხელია „ნაპოლის“ მაისურით კარგად თამაშობს”, - თქვა მაროლდამ.

მაროლდას არ დაეთანხმა „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი ალესანდრო რენიჩა, რომელმაც მას უპასუხა: „მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. კვარას ნიჭი არ უნდა დარჩეს იზოლირებული, ქართველმა უნდა გააკეთოს ის, რასაც გრძნობ. გარდა ამისა, არ ვფიქრობ, რომ თანაგუნდელებისთვის არ თამაშობს, პირიქით. მან რამდენიმე შესანიშნავი პასი გაუკეთა მათ“, - აღნიშნა რენიჩამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 4 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტიც მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119018