ფეხბურთი

21:52 | 29.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" მერეტს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა

„ნაპოლი“ ალექს მერეტს ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

25 წლის მეკარეს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ მას 2026-წლამდე ერთი წლით განახლების პერსპექტივით გააფორმებს. მისი ხელფასი სეზონში 1.5 მილიონი ევრო იქნება.

მერეტი „ნაპოლის“ წევრი 2018 წლიდანაა და გასულ ზაფხულს ახლოს იყო კლუბის დატოვებასთან, თუმცა ბოლო მომენტში იტალიელებმა სხვა მეკარის დამატება ვერ მოახერხეს.

0.121552