ფეხბურთი

21:14 | 29.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიელთა 57% ფიქრობს, რომ რონალდუ ნაკრებიდან უნდა წავიდეს

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუს სამშობლოში აკრიტიკებენ და ნაკრებიდან მის წასვლაც კი ითხოვენ.

ესპანეთთან მატჩის შემდეგ A Bola-მ გამოკითხვა მოაწყო, დადგა თუ არა დრო, რომ რონალდუმ ნაკრებო დატოვოს. გამოკითხულთა 57% კრიშტიანუს წასვლას მხარს უჭერს.

იმავე გაზეთმა ესპანეთთან შეხვედრის შემდეგ საკმაოდ ხმამაღალი სათაური გამოაქვეყნა: „ნაკლები რონალდუ, მეტი პორტუგალია“. როგორც ჩანს, 37 წლის ფეხბურთელის ბოლოდროინდელი თამაშით პორტუგალიაში ძალიან უკმაყოფილოები არიან.

რონალდუმ მიმდინარე სეზონი საკმაოდ ცუდად დაიწყო და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 10 შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა, ისიც ტირასპოლის „შერიფთან“ პენალტით. პორტუგალიის ნაკრებში კრიშტიანუს აქტივში 191 მატჩი და 117 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121287