ავტოსპორტი

3:54 | 29.09.2022 | ნანახია NaN - ჯერ

„მერსედესი“ და „პეტრონასი“ პარტნიორობას 2026 წლის შემდეგაც გააგრძელებენ

სინგაპურის დიდი პრიზის წინ, „მერსედესმა“ და მალაიზიურმა ნავთობკომპანია „პეტრონასმა“ გამოაცხადეს, რომ პარტნიორულ ურთიერთობას, 2026 წლის შემდეგაც მრავალი წლით გააგრძელებენ.

„მერსედესმა“ „პეტრონასთან“ ერთად, კონსტრუქტორთა ჩემპიონატი რვაჯერ მოიგეს. გერმანული კომპანია ფორმულა 1-ს 2010 წელს დაუბრუნდა და „პეტრონასი“ თავიდანვე მისი პარტნიორი იყო. სამქიმიანებისთვის ეს სეზონი წარუმატებელია - მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს და მის ახალგაზრდა თანაგუნდელ ჯორჯ რასელს, განვლილ 16 ეტაპზე, ერთი რბოლაც არ მოუგიათ.

„ჩვენ დღეს ისეთ რამეს გამოვაცხადებთ, რაც უჩვეულოა - გამცნობთ პარტნიორობის შესახებ, რომელიც ოთხი წლის შემდეგ დაიწყება. ეს მნიშვნელოვანი მესიჯია: მერსედესი და პეტრონასი ამიერიდან, მხოლოდ პარტნიორები არ არიან. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ერთ გუნდად მრავალი წლის განმავლობაში დავრჩებით“, - განაცხადა გუნდის შეფმა ტოტო ვოლფმა.

2026 წლიდან ფორმულა ერთში ძრავების რეგლამენტი შეიცვლება. აგრეგატებში ელექტრული ძალა მნიშვნელოვნად გაიზრდება და სპორტი 100 პროცენტით განახლებად საწვავებზე გადავა. „პეტრონასის“ პრეზიდენტი და ჯგუფის მთავარი აღმასრულებელი ტენგკუ მუჰამად ტაუფიკი ამბობს, რომ მისი კომპანიისთვის ახალი ეტაპი იწყება იმით, რომ „მერსედესს“ და მისი ძრავების მომხმარებელ კომპანიებს, ახალი ტიპის საწვავს მიაწვდის.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:05 | 05.11.2020
qomagi (1575)

სეზონში ყველა თამაშს და ყველა ტურნირზე უმაღლეს დონეზე ვერ ჩაატარებ და ბუნებრივია, რომ ადრე თუ გვიან 1-2 ჩავარდნა იქნება. წარმატებები გიოს, ძალიან მაგარი სპორტსმენი და პიროვნებაა!

08:11 | 05.11.2020
dinamo222 (8587)

გაყიდული თამაში იყო @

0.089095