სხვა

3:16 | 29.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტრავმირებული მო ფარა ლონდონის მარათონს გამოტოვებს

ოთხი ოლიმპიური ოქროს მფლობელი, ბრიტანელი მო ფარა ლონდონის მარათონზე, რომელიც ამ კვირას გაიმართება, ტრავმის გამო ვერ იასპარეზებს. ფარას, ვინც ასევე ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონია, თეძოს ტრავმა აქვს და ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, მისი მოშუშება ვერ მოასწრო.

„ბოლო თვეებია, ბევრს ვვარჯიშობდი და კარგ ფორმაშიც ვიყავი, მაგრამ ბოლო ათი დღეა, მარჯვენა თეძოს დამეწყო და ამის გამო, ვარჯიშის დროს შებოჭილი ვარ. ფიზიოთერაპიის ინტენსიური კურსი ჩავიტარე და ყველაფერი ვიღონე იმისთვის, რომ მარათონისთვის მზად ვყოფილიყავი, მაგრამ მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა“, - განაცხადა 39 წლის მორბენალმა.

ეს მეორე დიდი სახელია, რომელიც ლონდონურ მარათონს გამოაკლდა. ორიოდ დღით ადრე, იმავე მიზეზით პოპულარულ მარათონს ქალთა შორის მსოფლიო რეკორდსმენი, კენიელი ბრიგიდ კოსგეი გამოაკლდა.

ფარას ლონდონის (2012) და რიოს (2016) მთამაშებზე, ორ-ორი ოქროს მედალი 5 000 და 10 000 მეტრზე სირბილში აქვს მოპოვებული. ამავე დისტანციებზე, სამ-სამი ოქრო მსოფლიო ჩემპიონატებზეც მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117778