სხვა

23:20 | 28.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

პარაწოლჭიმი: აკაკი ჯინჭარაძემ საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა

თბილისში გრძელდება ევროპის 2022 წლის ღია ჩემპიონატი პარაწოლჭიმში, რომლის მე-5 საშეჯიბრო დღე საქართველოს ჰიმნით დასრულდა. დღეს ჩემპიონები 107 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, სადაც ოქროს მედალი აკაკი ჯინჭარაძემ მოიპოვა.

ქართველმა სპორტსმენმა სამიდან ორი ცდა გამოიყენა, 225 და 228 კილოგრამი დაძლია და პირველი ადგილი არავის დაუთმო. მან თურქ და ბერძენ მეტოქეებს აჯობა.

გეტყვით, რომ პარალიმპიური სპორტის ამ სახეობაში აკაკი ჯინჭარაძემ საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ამავე წონით კატეგორიაში გამოდიოდა გიორგი ლაცაბიძე, რომელიც მე-6 ადგილს დასჯერდა. ევროპის ღია ჩემპიონატზე დღეს ინდივიდუალური გამოსვლები დასრულდა, ხვალ კი გუნდური შეჯიბრი გაიმართება. აღნიშნული შეჯიბრი პარიზის 2024 წლის პარალიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირია.

0.105772